ბალნეოლოგიური კურორტი "თბილისი-სპა"

თბილის- ქალაქის იტორია იწყება გოგირდოვანი წყლებით, საუკუნეების განმავლობაში ხალხი იყენებდა მას აბანოების სახით.. 30-იან წლებში ფიზიოთერაპევტის და კურორტოლოგის მიხეილ ზანდუკელის ხელმძღვანელობით შეიქმნა უნიკალური პროექტი, რომლის მიხედვითაც საკურორტო ტერიტორია კრწანისის სამთავრობო რეზიდენციამდე 3-4კმ.უნდა ყოფილიყო გაშლილი, 1938წ. ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. აქ მოღვაწე ექიმები წარმოადგენდა სამედიცინო პროფესურის ელიტას. 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ბალნეოლოგიურ კურორტს ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში. მსგავსი კურორტი დედაქალაქი მსოფლიიოში გვხვდება ბუდაპეშტში , ჩეხეთში (კარლოვი ვარი) და გერმანიაში (ბადენ-ბადენი).

ამჟამად ცენტრი გთავაზობთ უნიკალურ ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ფაქტორებს: მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს, ვულკანური წარმოშობის საკურნალო ტალახის აპლიკაციებს, ფიზიოთერაპიას, სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს: კლასიკური, მანუალური, ტაილანდური, ანტიცელულიტური. ნევროლოგიური რეაბილიტაცია ბავშვთა და მოზარდათვის. თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი სამედიცინო პერსონალი: თერაპევტი, ნევროლოგი, ართროლოგი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, ოტორინოლარინგოლოგი.

ცენტრში მიმდინარეობს მკურნალობა და რეაბილიტაცია კარდიოლოგიური, პერიფერიული ნევროლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დერმატოლოგიური, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ძვალ სახსროვანი სისტემის დაავადებების.

თანამედროვე აპარატურით შეგიძლიათ ჩაიტაროთ ბიოქიმიური, კლინიკურ ლაბორატორიული, რენდგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები.

ეროვნული ცენტრი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილი სასწავლო ბაზას. ასევე ფუნქციონირებს სამასაჟო სკოლა... ცენტრში დანერგილია თანამედროვე მკურნალობის მეთოდი - ჟანგბადის კოკტეილით, ნაწლავების ღრმა გამორეცხვა-ჰიდროკოლონოთერაპია.

2010 წელს ცენტრს მიენიჭა ხარისხის ნიშანი, ხოლო 2011 წელს გაიმარჯვა და ნომინაციაში: “წლის საუკეთესო ტურისტული გამაჯანსაღებელი საწარმო“.