დენსიტომეტრიის ახალი აპარატი » ბალნეოლოგიური კურორტი
01 ოქტომბერი

დენსიტომეტრიის ახალი აპარატი

სიახლე თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში
 PRIMUS დენსიტომეტრიის ყველაზე თანამედროვე აპარატი – ორმაგი ენერგეტიკული რენტგენო აბსორბციომეტრით (DEXA-Hologic).
 დენსიტომეტრია-ეს არის ყველაზე ზუსტი კვლევა ძვლის მინერალური სიმკვრივის განსასაზღვრად. აპარატი საშუალებას გვაძლევს ინვაზიის გარეშე სწრაფად და მარტივად დავადგინოთ ძვლოვანი მასის განლევის - ოსტეოპოროზის ხარისხი, რათა დროულად დაწყებული ანტიოსტეოპოროზული მკურნალობით ავიცილოთ მოტეხილობის განვითარების რისკი.

კვლევის ჩატარება რეკომენდირებულია ქალებისთვის- 50წლის ასაკშო
მამაკაცებისათვის 60 წლის ასაკიდან.
ასევე, ნებისმიერი პაციენტისთვის, ვისაც აქვს ოსტეოპოროზის გამომწვევი სხვა რისკ ფაქტორები: სტეროიდების ხანგრძლივი მიღება (3 თვე და მეტი)
ტოქსიკური ჩიყვი
თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები
ხშირი მოტეხილობა
ტანდეგობის შეცვლა

სიმაღლეში კლება
ოსტეოპოროზით დამძიმებული მემკვიდრეობა
 მავნე ჩვევები: თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლისა და კოფეინიანი სასმელების ჭარბი რაოდენობით მიღება და სხვა.
 წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით: ☎ 0322 43 90 90; 595 090 033

шаблоны для dle 11.2