ენდოსკოპია » ბალნეოლოგიური კურორტი
01 ივნისი

ენდოსკოპია

ენდოსკოპია ოპტიკური ხელსაწყოებით ღრუ და მილოვანი ორგანოების გამოკვლევის მეთოდია. ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი სპეციალური ენდოსკოპის მეშვეობით ორგანიზმის შიგნით არსებულ მდგომარეობას ათვალიერებს. ის საშუალებას გვაძლევს, აღმოვაჩინოთ ამა თუ იმ ორგანოში არსებული დაზიანებები. ენდოსკოპია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა (მათ შორის ონკოლოგიური) დაავადებების ადრეული სტადიის გამოვლენაში. ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (გასტროსკოპია) და კოლონოსკოპია წარმოადგენს ენდოსკოპიური კვლევების აპრობირებულ და მაღალ ინფორმაციულ მეთოდს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.шаблоны для dle 11.2