დოპლეროგრაფია » ბალნეოლოგიური კურორტი
01 ივლისი

დოპლეროგრაფია

დოპლეროგრაფია ეს არის არის თანამედროვე, მაღალეფექტური, სწრაფი და უსაფრთხო კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ორგანოების სისხლძარღვების და სისხლის მიმოქცევის შეფასება.
კვლევის დოპლეროგრაფიული მეთოდი გამოიყენება მრავალი პათოლოგიის სადიაგნოსტიკოდ და მდგომარეობის შესაფასებლად, მათ შორის:
  • ღვიძლის მდგომარეობის შესაფასებლად - B და C -ჰეპატიტების, ცხიმოვანი ინფილტრაციის, ციროზების დროს დაზიანების ხარისხის შესაფასებლად;
  • მაღალი არტერიული წნევის დროს - თირკმელების არტერიების მდგომარეობის შესაფასებლად;
  • მეანობა-გინეკოლოგიაში - ნაყოფის განვითარების შესაფასებლად და ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდების ადრეულ ეტაპზე სადიაგნოსტიკოდ;
  • ანგიოლოგიაში - კიდურების სისხლის მიმოქცევის შესაფასებლად, იშემიური და ვარიკოზული დაზიანებების გამოსავლენად.
шаблоны для dle 11.2