ტალახით მასაჟი » ბალნეოლოგიური კურორტი
05 ივლისი

ტალახით მასაჟი

პელოიდოთერაპია კურორტულ მედიცინაში ყველაზე აქტიურ მეთოდად ითვლება. თბილისის ბალნეოლოგიურ -SPA კურორტიში გამოიყენება ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახი. სამკურნალო ტალახის პროცედურა ადამიანის ორგანიზმში აღწევს კანში არსებული ნერვული დაბოლოებების, რეცეპტორების, ქიმიური, სითბური, მექანიკური და ელექტრული გაღიზიანების გზით. ტალახის შემადგენლობაში შემავალი აირები შეიწოვება კანში, რის შემდეგაც ეფექტურ სამკურნალო გავლენას ახდენს ორგანიზმზე. პროცედურის დროს ხდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შეწოვა კანში, მათ შორის ესტროგენული ნაერთები, რომლებიც სასქესო ჯირკვლების ფუნქციას აწესრიგებს. ბაქტერიოფაგი, რომელიც ტალახში იქნა აღმოჩენილი ებრძვის მრავალ ინფექციას. სხვა სასარგებლო თვისებებთან ერთად, ტალახის აპლიკაციას მასაჟის ეფექტი აქვს, რომელიც ააქტიურებს ლიმფოდრენაჟს. რეკომენდირებულია სახსრების ანთების დროს და ოპერაციის პოსტშემდგომი პერიოდისთვის.шаблоны для dle 11.2