ბალნეოლოგია

(ლათ. balneum აბანო, აბაზანა, ბერძნ. logis მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მინერალური წყლებსა და ტალახებ წარმოშობას,  მათ სამკურნალო თვისებებს, დაავადების მკურნალობას აბაზანაში ჯანმრთელი წყლის საშუალებით (SPA)
მინერალური წყლები ბალნეოლოგიურში მდიდარია მინერალებით, როგორიცაა სილიკა, გოგირდის, სელენი და რადიუმი. სამკურნალო თიხები ფართოდ გამოიყენება, რომელთა პრაქტიკა ცნობილია, როგორც "ფენათერაპია".

შარკოს შხაპი
შარკოს შხაპი გამოირჩევა თავისი მრვალმხრივი ეფექტურობით
სპეციალისტები შარკოს პროცედურას ხშირად ნიშნავენ ნერვული და ფსიქოლოგიური დარღვევების დროს.
პროცედურა ეფეტურია:
➡ ტვინისა და ხერხემლის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად
➡ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოწესრიგებისათვის
➡ ორგანიზმში იმუნიტეტის ასამაღლებლად

პროცედურა რეკომენდირებულია, როდესაც გაწუხებთ:
➡ კუნთების ატონია
➡ ცელულიტები სხეულზე
➡ ზედმეტი წომა (სიმსუქნე)
➡ ტოქსინების დაგროვება

შარკოს შხაპი ააქტიურებს კუნთების მუშაობას და ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, გამომდინარე პროცედურის სარგებლობიდან თქვენი დღე იქნება უფრო ენერგიული და წარმატებული.

მშრალი დაჭიმვის პროცედურა
მედიცინაში დაჭიმვა ერთ-ერთი, ძირითადი სამკურნალო მეთოდია, რომელიც გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანების და მისგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ (რადიკულიტის ტკივილით დაწყებული, ხერხემლის თიაქრით დამთავრებული).

დაჭიმვის არსი მდგომარეობს შემდეგში: მოკლევადიანი ან გრძელვადიანი გაწელვით დაიძლევა კუნთების სპაზმი, აღმოიფხვრება მალთაშორის სივრცის შევიწროება, ხერხემლის სვეტის დეფორმაცია. აღნიშნული პროცედურა აგარიდებთ მთელი რიგი სერიოზული დაავადებების განვითარებას. მუდმივი დაჭიმვის (დაჭიმვის ერთ-ერთი ფორმა) საშუალებით მიიღწევა ხერხემლის სვეტის დაგრძელება განსაზღვრულ დონემდე და მისი შენარჩუნება საჭირო მდგომარეობაში.

დაჭიმვის პროცედურა ინდივიდუალურია. დოზირების განსაზღვრა ხდება პაციენტის მდგომარეობის, ასაკის, სქესის, ფიზიკური სიძლიერის გათვლისწინებით.

პროცედურები შეიძლება მოიცავდეს რამოდენიმე კურსს: 1 კურსი მოიცავს 10-18 პროცედურას, პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთიდან 120 წუთამდე. შესაძლებელია დაიჭიმოს მთლიანი სხეული, კისერი, გულმკერდის, წელის, მენჯბარძაყის მუხლის სახსრების არეალი.

საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის ძირითდი ნაწილია ხერხემალი, რომელსაც უჭირავს მთელი ტანი. იგი შედეგბა ცალკეული მალებისგან. თითოეულ მალას ერთმანეთთან აკავშირებს მალთაშუა დისკი.

ჯანმრთელ მდგომარეობაში მალები დაცილებულია ერთმანეთისაგან გარკვეული მანძილით. დროთა განმავლობაში კუნთები სუსტდება, ხოლო ტანის სიმძიმე აწვება ხერხემალს და ხდება მალთაშორის სივრცის გაუწყლოება, ნერვული არხის შევიწროება და ა.შ. ეს იწვევს ხერხემლის დეფორმაციას, რომელიც თავის მხრივ, იწვევს მთელ რიგ დაავადებებს როგორიცაა:
➡ ოსტეოქონდროზი
➡ ხერხემლის გამრუდება
➡ რადიკულიტი
➡ ხერხემლის თიაქარი, დისკოზი
➡ თავის ტკივილი
➡ სისუსტის შეგრძნება ზედა და ქვედა კიდურებში
➡ უძილობა
➡ მეხსიერების დაქვეითება

ხერხემლის დაჭიმვა არ შეიძლება შემდეგი დაავადებების დროს:
➡ ოსტეოპოროზი
➡ ონკოლოგიური დაავადება
➡ კენჭოვანი დაავადება
➡ ეპილეფსიაшаблоны для dle 11.2