სამკურნალო ფიზკულტურა და მანუალური თერაპია

ყველასთვის ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ მოძრაობა – ცხოვრებაა, მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის ეფექტური მეთოდია. სამკურნალო ფიზკულტურის და მანუალური ტერაპიის ეფექტურობა დასტურდება იმით, რომ ის მედიცინის ცალკე განშტოებაა და სამეცნიერო სპეციალობად ითვლება. სამკურნალო ფიზკულტურა არის მეთოდი, რომელიც შედგება მრავალი სპეციალიზირებული ვარჯიშისა და კომპლექსური მოძრაობებისგან, რომლებიც გარკვეულ რითმში სრულდება. ეს მეთოდი გამოიყენება:  
პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებში, შინაგანი ორგანოების დაავადებების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ენდოკრინული, სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა იმუნო სისტემის დარღვევებში) ზურგის, სახსრების, კუნთების პათოლოგიის დაავადებების სამკურნალოდ, ასევე რეაბილიტაციისთვის პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ინფარქტი და ინსულტი, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტრავმების შემდგომ აღდგენის პერიოდში, მოტეხილობებისა და ამოვარდნილობების დროს. მეთოდი შეუცვლელია მათთვის, ვინც გადაწყვიტა მიმართოს ცხოვრების ჯანსაღ წესს და სურს წონაში დაკლება. ბავშვებში სამკურნალო ფიზკულტურის მეშვეობით შესაძლებელია დგომის, ფეხმრუდობის გამოსწორება, ასევე შესაძლებელია ბრძოლა ბრტყელტერფიანობასთან. სამკურნალო ფიზკულტურა საუკეთესო შედეგს იძლევა ოსტეოპათიური მკურნალობისა და მასაჟის სეანსებთან ერთად.
               
  ინდივიდუალური ვარჯიში
  მანუალური თერაპია
  საერთო სამკურნალო მასაჟი
  ზედა კიდური სამკურნალო მასაჟი  ( ერთი კიდური)
  ქვედა კიდური სამკურნალო მასაჟი   (ერთი კიდური)
  საყელოს  ზონის სამკურნალო მასაჟი
  ზურგის   სამკურნალო მასაჟი
  სახის სამკურნალო მასაჟი
  ბავშვის საერთო სამკურნალო მასაჟი  0–დან 3 წლ.
  წერტილოვანი მასაჟი
  პლანტოთერაპია ( ფეხის გულით მასაჟი)
  ტაილანდური მასაჟი
  გასახდომი მასაჟი ( თაფლით, ყავით,   შოკოლადით)
  ცელულიტის  დაშლა
  ცელულიტის  დაშლა ( ქვედა ზონა)
  ცელულიტის  დაშლა ( ზედა ზონა)
шаблоны для dle 11.2