სალსა, ბაჩატა, რეგეტონი და კიზომბა ცეკვები Salsa Morena-სპროფესიონალ ინსტრუქტორებთან ერთად » ბალნეოლოგიური კურორტი
11 მარტი

სალსა, ბაჩატა, რეგეტონი და კიზომბა ცეკვები Salsa Morena-სპროფესიონალ ინსტრუქტორებთან ერთად

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 19:00 საათზე
  •  გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი
  •  12 ვიზიტი 100 ლარი
  •  აბონიმენტებს საჩუქრად მოყვება სპა განყოფილება- მშრალი, ორთქლის საუნა და გოგირდის აბაზანები.
 გაკვეთილს გაუძღვებიან ინსტრუქტორები: 

ინდირა რეიესი- მოცეკვავე კუბადან. მისი გამოცდილება მრავალ წელს ითვლის, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სახის კონკურსში, კუბაში. 2014 წლიდან 2017 წლამდე ასწავლიდა ლათინო ცეკვებს სომხეთში. 2017 წლიდან ცხოვრობს თბილისში და ახლა უკვე თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში იწყებს მასტერკლასების ჩატარებას.

ალექსანდრე მაკარენკოარის  კიზომბას, სალსა კუბანასა და ბაჩატას ერთ-ერთი წამყვანი მოცეკვავე და ინსტრუქტორი უკრაინაში. მასწავლებლის კარიერა მან 2010 წელს დაიწყო. ის ასევე გახლავთ საერთაშორისო ფესტივალის Black Sea Kizomba Connection -ის ორგანიზატორი.მან შეიმუშავა სალსას და კიზომბას სწავლების უნივერსალური მეთოდი. 

და-ჰან ჯოშკუნი - მან საცეკვაო კარიერა გერმანიაში დაიწყო სალსა და კლასიკური ბაჩატას მიმართულებით. იგი 4 თვის განმავლობაში ცხოვრობდა კუბაში, რათა საფუძვლიანად შეესწავლა ლათინო ცეკვები. მისი სახელოვნებო გამოცდილება ითვალისწინებს რეგეტონს, რუმბას და კოლუმბი ცეკვებს.

დაგვიკავშირდით: ☎ 0322 43 90 90; 595 090 033шаблоны для dle 11.2