აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა » ბალნეოლოგიური კურორტი
01 აპრილი

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღეა. თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის გაღვივებას და წვლილის შეტანას მათ განვითარებაში.
ღონისძიებაზე საშუალება გეძლევათ შეიძინოთ ნამუშევრები, სანიშნეები და ამავე თემატიკასთან დაკავშირებული ნივთები, რითიც ხელს შეუწყობთ მათ რეალიზებას საზოგადოებაში. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს კი საშუალება ექნებათ ადგილზევე შეასრულონ ნამუშევრები და შემდეგ, რა თქმა უნდა, კურორტის საგამოფენო სივრცეში განათავსონ.
ღონისძიება გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მომავლის სპექტრის" მიერ, რომელსაც თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი უმასპინძლებს.
шаблоны для dle 11.2