კლასიკური მასაჟის შემსწავლელი საბაზისო კურსი » ბალნეოლოგიური კურორტი
07 აპრილი

კლასიკური მასაჟის შემსწავლელი საბაზისო კურსი

12 აპრილიდან - კლასიკური მასაჟის შემსწავლელი საბაზისო კურსი დამწყებთათვის!
რას შეისწავლით კურსზე?
კლასიკური მასაჟის შემსწავლელ კურსზე შესაძლებლობა გექნებათ დაეუფლოთ მასაჟის საფუძვლებს - როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ მასალას. თითოეულ გაკვეთილზე, დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად, შეისწავლით მასაჟის პრაქტიკულ უნარებსა და ტექნიკას, გაეცნობით ანატომიისა და ფიზიოლოგიის საწყისებს. ამავდროულად, კურსის არჩევის შემთხვევაში, გაივლით მანუალური თერაპიის ზოგად საფუძვლებს მასაჟის სისტემაში.
 კურსის ხელმძღვანელია ნიკოლოზ ავალიანი, ხოლო პროგრამას ახორციელებს ექიმი-რეაბილიტოლოგი, მანუალური თერაპევტი ლია ავალიანი, რომელიც 1991 წლიდან უწყვეტი სტაჟით წარმატებით უძღვება მედიცინის სფეროს. 
ვისთვის არის განკუთვნილი კლასიკური მასაჟის შემსწავლელი კურსი?
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს საბაზისო ცოდნა კლასიკური მასაჟის ტექნიკის შესახებ და ამავდროულად აქვს სურვილი, მომავალში სიღრმისეულად დაეუფლოს და შეისწავლოს ეს სპეციალობა.
თუ გსურთ თავად გახდეთ წამყვანი სპეციალისტი, რომელიც შემდგომ წარმატებით დასაქმდება ამ მიმართულებით, მაშინ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ და ჩაეწეროთ კლასიკური მასაჟის შემსწავლელ საბაზისო კურსზე!
კურსი ჩატარდება კვირაში 4-ჯერ, 2 საათის განმავლობაში. 
ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ან დაგვიკავშირდით ნომრებზე: 2 43 90 90 ან 595 09 00 33.
шаблоны для dle 11.2