ჩვილ ბავშვთა მასაჟის შემსწავლელი პროფესიონალური კურსი » ბალნეოლოგიური კურორტი
08 აპრილი

ჩვილ ბავშვთა მასაჟის შემსწავლელი პროფესიონალური კურსი

მასაჟის შემსწავლელი კურსების სერია გრძელდება - ჩვილ ბავშვთა მასაჟის შემსწავლელი პროფესიონალური კურსი თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტისგან.
კურსზე შეისწავლით ჩვილ ბავშვთა მასაჟის პროფესიონალურ, კომბინირებულ მეთოდს პრაქტიკული და თეორიული მასალებით. დაეუფლებით ცოდნას ბავშვთა ანატომიური აგებულების, თავისებურებებისა და ანომალიების შესახებ, ამავდროულად გაივლით სწავლების პრაქტიკულ კურსს. 
ვის შეუძლია კურსის გავლა?
ჩვილ ბავშვთა მასაჟის კურსის გავლა მოითხოვს განათლებას როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე მასაჟის სპეციალობით. აქედან გამომდინარე, კურსის გავლა შესაძლებელია პირებისთვის, ვისაც სამედიცინო განათლება აქვს მიღებული და  მასაჟის საფუძვლებიც მისთვის უკვე ნაცნობია. 
კურსის ხელმძღვანელი და აღმსრულებელია ექიმი-რეაბილიტოლოგი, მანუალური თერაპევტი ლია ავალიანი, რომელსაც სამედიცინო სფეროში 30 წლიანი უწყვეტი გამოცდილება აქვს. 
კურსი დაიწყება 19 მაისს და ჩატარდება კვირაში 4-ჯერ, 45 დღის განმავლობაში.
ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომრებზე:  2 43 90 90 ან 595 09 00 33.
шаблоны для dle 11.2