იოგა » ბალნეოლოგიური კურორტი
14 აპრილი

იოგა

კლასიკური იოგა თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტისგან!
 ადგილზე შეისწავლით და დაეუფლებით კლასიკურ იოგას, რომელიც აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ასევე შინაგან მდგომარეობას. იოგას მიზანი სხეულის კოორდინირებისა და მართვის უნარის გამომუშავებაა, რომელიც დროთა განმავლობაში  გამოიხატება ჰარმონიის შეგრძნებით. აქტივობა აუმჯობესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რადგან ვარჯიშები დაფუძნებულია სუნთქვით სინქრონიზაციაზე - სწორედ ამ დროს გამომუშავდება წონასწორობის უნარი, რაც დადებითად აისახება ცხოვრების ხარისხზე. 
 კიდევ რა დადებითი თვისებები აქვს კლასიკურ იოგას?
აქტივობისას რეგულირდება ქოლესტერინის დონე
იხსნება წელისა და ზურგის ტკივილი
ტონუსში მოჰყავს კუნთოვანი სისტემა
გვარდება სისხლის მიმოქცევის პრობლემები
იდეალურია წონის კორექციისთვის.
იოგას გაკვეთილებს გაუძღვება სერტიფიცირებული ინსტრუქტორი თამთა კილასონია, რომელიც შეგასწავლით აქტივობის ძირითად პრინციპებს და დაგეხმარებათ ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში.
 იოგა ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 18:30-ზე.
კლასიკური იოგას კურსის შეძენის შემთხვევაში,  საჩუქრად გადმოგეცემათ გოგირდის აბაზანებისა და საუნების მომსახურეობა.
დარეგისტრირდი იოგას კურსზე და ჰარმონიაც არ დააყოვნებს!
шаблоны для dle 11.2