მასაჟის შემსწავლელი კურსები თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტისგან » ბალნეოლოგიური კურორტი
14 მაი

მასაჟის შემსწავლელი კურსები თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტისგან

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მუდმივად ცდილობს, რომ მომსახურეობის შეთავაზებასთან ერთად, მსურველები სხვადასხვა მიმართულებით გადაამზადოს და ცოდნის ახლებური, თანამედროვე ვარიანტი შესთავაზოს.
 
კურორტს წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი გადაუმზადებია მასაჟის სპეციალობით - სწავლების ახლებური მეთოდების, აღიარებული სერთიფიკატისა და პროფესიონალი სპეციალისტების საშუალებით, არაერთი მათგანი დასაქმებულა საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან დაწესებულებებში შესწავლილი სპეციალობით.  

ამჟამად თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე მიმდინარეობს კლასიკური მასაჟის შემსწავლელი კურსი, სადაც პრაქტიკანტები ეუფლებიან მასაჟის საფუძვლებს - როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ მასალას. თითოეულ გაკვეთილზე, წამყვან სპეციალისტებთან ერთად, სწავლობენ მასაჟის პრაქტიკულ უნარებსა და ტექნიკას, ასევე ანატომიისა და ფიზიოლოგიის საწყისებს.  

19 მაისიდან ბალნეოლოგიური კურორტი ჩვილ ბავშვთა მასაჟის პროფესიონალურ კურსზე მიღებას იწყებს, სადაც სტუდენტები შეისწავლიან ჩვილ ბავშვთა მასაჟის კომბინირებულ მეთოდს პრაქტიკული და თეორიული მასალებით. კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ცოდნას ბავშვთა ანატომიური აგებულის, თავისებურებებისა და ანომალიების შესახებ. კურსის განმავლობაში სტუდენტები გაივლიან სწავლების პრაქტიკულ ნაწილსაც.

კურორტი ელის ყველას, ვისაც ახალი პროფესიის დაუფლება ან ცოდნის გაღრმავება სურს. ჩვენთან დაგხვდებათ თანამედროვე, კომფორტული და სწავლაზე ორიენტირებული გარემო, სადაც თქვენი შესაძლებლობებისა და უნარების გამომჟღავნების საშუალება მოგეცემათ. шаблоны для dle 11.2