
ჯგუფის იდეის ავტორი და ორგანიზატორია ჩვენი აკვა-აერობიკის ინსტრუქტორი გოგა ხუფენია, რომელმაც გადაწყვიტა, თავის მომხმარებლებთან ერთად წვლილი შეიტანოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში.
დღეს „ცისკრის ვარსკვლავის“ პირველი ბენეფიციარები დასაჩუქრდნენ – ეს მხოლოდ დასაწყისია! გვჯერა, ეს პატარა ნაბიჯი დიდ ცვლილებებამდე მიგვიყვანს და მომავალშიც ბევრ ადამიანს დავეხმარებით.
