გაზაფხული განახლების სიმბოლოა – ბუნებაც და ჩვენი კანიc ახალ ენერგიას ეძებს. ზამთრის შემდეგ, კანი ხშირად გამომშრალად და უსიცოცხლოდ გამოიყურება. სწორედ ამ დროს არის იდეალური ბიორევიტალიზაცია – ინოვაციური ინექციური მეთოდი, რომელიც კანს ტენიანობასა და ელასტიურობას უბრუნებს.

რა არის ბიორევიტალიზაცია?

პროცედურა გულისხმობს ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული სპეციალური კოქტეილის კანის ღრმა ფენებში შეყვანას. ჰიალურონის მჟავა ბუნებრივად არსებობს ჩვენს ორგანიზმში და პასუხისმგებელია კანის დატენიანებასა და ახალგაზრდულ იერსახეზე.

ბიორევიტალიზაცია ეხმარება:

  • კანის ტენიანობის ბალანსის აღდგენას
  • ტონუსისა და ელასტიურობის გაუმჯობესებას
  • უჯრედების რეგენერაციის სტიმულაციას
  • ნაოჭების შემცირებას და კანის სტრუქტურის გამკვრივებას
  • მზის ზემოქმედებისადმი კანის მომზადებას

ვისთვის არის რეკომენდებული?

 – მათთვის, ვისაც კანი გამოშრობილი და მოდუნებული აქვს
– ვისაც მზეზე გასვლამდე სურს კანის მომზადება
– მათთვის, ვისაც აწუხებს წვრილი ნაოჭები და დაღლილი იერსახე
– ყველასთვის, ვისაც ბუნებრივად გაჯანსაღებული და ბზინვარე კანი სურს

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტში ბიორევიტალიზაცია ტარდება პროფესიონალი ექიმ-კოსმეტოლოგის მიერ, რაც უზრუნველყოფს როგორც პროცედურის უსაფრთხოებას, ისე შედეგის ეფექტურობას.