რა არის არტ თერაპია?
არტ თერაპია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი უნიკალური ფორმაა, რომელიც იყენებს ხელოვნებას როგორც თვითგამოხატვის, ემოციური განტვირთვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების საშუალებას. მეთოდი გულისხმობს ხატვას, წერას, სკულპტურას ან სხვა სახის შემოქმედებით საქმიანობას, რაც ადამიანს ეხმარება საკუთარი ემოციების გაცნობიერებაში და შნაგანი სამყაროს გამოხატვაში.
ვისთვის არის რეკომენდებული არტ თერაპია?
არტ თერაპია რეკომენდებულია ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც განიცდის:
- სტრესს და ემოციურ დაძაბულობას;
- დეპრესიასა და შფოთვას;
- პოსტტრავმულ მდგომარეობას;
- კომუნიკაციის სირთულეებს;
- თვითშეფასების პრობლემებს;
- ქრონიკულ ან ფსიქოსომატურ მდგომარეობებს.
როგორ მუშაობს არტ თერაპია?
პროცესში ჩართულობა ადამიანს აძლევს საშუალებას გამოხატოს ის, რაც ხშირად სიტყვებით რთულად გადმოსაცემია. ეს არის უსაფრთხო სივრცე, სადაც არ არსებობს “სწორი” ან “არასწორი”, რადგან მთავარი არის პროცესი და არა შედეგი. თერაპევტის დახმარებით, ადამიანი სწავლობს, როგორ გააანალიზოს თავისი ქმნილება და რას მეტყველებს ის მის შინაგან მდგომარეობაზე.
არტ თერაპიის სარგებელი
- ემოციური განტვირთვა – ხელს უწყობს ნეგატიური ემოციების გამოთქმას და დაძაბულობის შემცირებას;
- თვითშეცნობა – ეხმარება ადამიანებს უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი და ემოციები;
- კომუნიკაციის გაუმჯობესება – ხელს უწყობს არავერბალური გამოხატვის განვითარებას;
- შთაგონება და მოტივაცია – აძლიერებს შემოქმედებით უნარს და ადამიანს აძლევს ახალ ენერგიას;
- ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება – ამცირებს შფოთვას, სტრესს და აძლიერებს ფსიქოემოციურ სტაბილურობას.
არტ თერაპია თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი გთავაზობთ არტ თერაპიის სეანსებს კომფორტულ, მშვიდ გარემოში, გამოცდილი თერაპევტის ხელმძღვანელობით. პროცესი მორგებულია ინდივიდის საჭიროებებს და არ საჭიროებს ხელოვნურ გამოცდილებას – მთავარია სურვილი, გამოხატო საკუთარი თავი.