რა არის სპა კაფსულა?

არმოიდგინე ადგილი, სადაც ერთმანეთს ერწყმის სითბო, მსუბუქი ვიბრაცია, დამამშვიდებელი მუსიკა და ფერების თერაპია. სპა კაფსულა სწორედ ასეთი სივრცეა — ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც სხეულს, გონებასა და ემოციებს ერთდროულად განტვირთავს. პროცედურა ტარდება სპეციალურად შექმნილ კაფსულაში, რომელიც იძლევა მაქსიმალურ რელაქსაციას და სენსორული კომფორტის სრულ გამოცდილებას.

სპა კაფსულის სარგებელი

  • ღრმა რელაქსაცია და სტრესის შემცირება – ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
  • დეტოქსიკაცია და მეტაბოლიზმის გააქტიურება – ორგანიზმიდან გამოიყოფა ტოქსინები და ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა;
  • კანის გაჯანსაღება – აუმჯობესებს კანის სტრუქტურასა და ელასტიურობას;
  • ცელულიტის შემცირება და წონის კონტროლი – ეხმარება ცხიმოვანი ფენების დაშლასა და კონტურის გამოკვეთაში;
  • იმუნური სისტემის გაძლიერება – სხეული რეაგირებს სითბოზე და სტიმულირდება თავდაცვითი მექანიზმები.

ვისთვის არის რეკომენდებული სპა კაფსულა? 

სპა კაფსულით სარგებლობა შეუძლია ყველა ასაკის ადამიანს, ვინც ეძებს:

  • სწრაფ რელაქსაციას;
  • სტრესისგან გათავისუფლებას;
  • ორგანიზმის გამაჯანსაღებელ და გამწმენდ მეთოდს;
  • კანისა და სხეულის ტონუსის გაუმჯობესებას;
  • ზოგადი ენერგიის აღდგენას და განწყობის ამაღლებას.

სპა კაფსულა თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში 

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი გთავაზობთ თანამედროვე სპა კაფსულის სეანსებს მშვიდ და კომფორტულ გარემოში. პროცედურა სრულად მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებს და ეფექტურად აერთიანებს ტექნოლოგიასა და რელაქსაციას.

გადადგი ნაბიჯი სრული განტვირთვისკენ – ჩაიტარე პროცედურა და იგრძენი როგორ ისვენებს შენი სხეული და გონება ერთდროულად.