თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო მიმართულებით მოქმედმა დაწესებულებმა. ფორუმს შეუერთდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტიც.

ფორუმს ესწრებოდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და რეზიდენტები. ისინი გაეცნენ ბალნეოლოგიური კურორტის შესახებ ინფორმაციას და კურორტის ღია ვაკანსიებს.

ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სამედიცინო დაწესებულებებში სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და რეზიდენტების დასაქმებას. ასევე ფორუმი ხელს უწყობს სამედიცინო დაწესებულებებს ინფორმაციის გავრცელებაში.