8 მაისი საკვერცხის კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, რომლის მიზანი დაავადების შესახებ მოსახლეობის, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცნობადობის გაზრდა და ექიმების ონკოლოგიური სიფხიზლის გამძაფრებაა.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ეროვნული ცენტრი 10-15 მაისს საკვერცხის კიბოს დღისადმი მიძღვნილ კვირეულს ატარებს.
კვირეულის ფარგლებში, დღეს, 10 მაისს გაიმართა ONCO REHAB პროგრამისა და PELVIC HEALTH პროგრამის პრეზენტაცია. ასევე შეხვედრაზე გაიმართა გინეკოლოგიური რეაბილიტაციისა და ოჯახის დაგეგმარების კაბინეტის პრეზენტაცია.
კვირეულის ფარგლებში პაციენტები მიიღებენ შემდეგ სერვისებს:
✔ გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია;
✔ რეაბილიტოლოგის უფასო კონსულტაცია ონკოდიაგნოზირებული/ნამკურნალები პაციენტებისთვის;
✔ მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ექოსკოპია – 10%-იანი ფასდაკლებით;
✔ სპეციალისტების ინდივიდუალური კონსულტაცია საჭიროების მიხედვით (ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, ნევროლოგი, რევმატოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, რეფლექსოთერაპევტი, ფსიქოლოგი) – 10%-იანი ფასდაკლებით;
✔ რეაბილიტოლოგის მიერ დანიშნული პროცედურების პაკეტი აქციაში მონაწილე პირებისთვის – ფასდაკლებით 7 დღის განმავლობაში.
15 მაისს, 17:00 საათზე ჩატარდება უფასო ჯგუფური ფსიქოთერაპია და საღამოს ჩაი, დაწესებულების ბაღში.