15 მაისს, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში ჩატარდა ჯგუფური ფსიქოთერაპიის აქცია ონკოპაციენტებისთვის – “ჩაი ნინასთან”. შეხვედრა ონკორეაბილიტაციის კვირეულის ფარგელბში გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა დაწესებულების ფსიქო-სოციალური სერვისების ხელმძღვანელი ნინა გოგოხია.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ონკოპაციენტებმა, მათი ოჯახის წევრებმა, სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებმა და დაწესებულების სამედიცინო ხელმძღვანელმა, რომელმაც ონკოპაციენტებს კურორტზე მოქმედი ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისები გააცნო.

გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა ძალიან თბილი და გახსნილი გამოვიდა და პაციენტებისთვის სასარგებლოდ წარიმართა, გადაწყდა, რომ მსგავსი სეანსები მოეწყობა ყოველ კვირას, 17:00 სააათზე.