საქართველოში “ცენტრალური აზიის ჩემპიონატი მასაჟის ხელოვნებაში” გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობას 5 ქვეყანა იღებდა.
აბსოლუტური ჩემპიონი თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ფიზიკური თერაპევტი ჟანა ქურცაძე გახდა. ჟანა მიიწვიეს იტალიაში ევროპის ჩემპიონატზე. მას ასევე შესაძლებლობა მიეცა, 3000 ლარის ფარგლებში, პროფესიული მიმართულებით სემინარები გაიაროს.
ჟანა ქურცაძემ ჩემპიონატის ფარგლებში ასევე გაიარა სემინარები შემდეგი მიმართულებებით:
შემაერთებელ ქსოვილოვანო მასაჟი;
სხეულის მოდელირება ბამბუკის ჯოხებით;
3D სახის მასაჟი.
სპა პროცედურებში, ნომინაციით “პროფესიაში საუკეთესო”, მესამე ადგილის მფლობელი გახდა თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ფიზიკური თერაპევტი თათია კურტანიძე. მას საჩუქრად გადაეცა ლარისა კაიბიროვას სემინარი “ბლეფარო IQ”. თათია კურტანიძემ ასევე გაიარა სემინარი – სახის კინეზიომოდელირება ესთეტიკური ტეიპირება + მასაჟი.
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის შემსრულებელმა ნანა მუმლაძემ გაიარა ანტონიო ჩერონეს სემინარი 3D სახის მასაჟი. ნანა მუმლაძე ასევე დასახელდა ნომინაციაში – “საუკეთესო პროფესიაში”. მას ასევე საჩუქრად გადაეცა კიდევ ერთი კურსის გავლა.თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი ულოცავს ფიზიკურ თერაპევტებს წარმატებას და მომავალში კიდევ უფრო მეტ წინსვლას უსურვებს.