გუშინ ონკოგინეკოლოგიის მსოფლიო დღე საქართველოს პაციენტთა კავშირმა და მოზარდთა ჯგუფმა ქუჩის აქციით, მასალების გავრცელებით, მრავალდარგოვანი შეხვედრითა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან მემორანდუმის გაფორმებით აღნიშნა.

წელს აქცენტი აპვ ვაქცინაციაში მეტი მოზარდის ჩართულობაზე, სპეციფიკური დიაგნოზირების დაფინანსებასა და სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციის აუცილებლობაზე გაკეთდა. აღინიშნა ის კლინიკური და ფსიქო-სოციალური პრობლემები, რომელთა წინაშეც რჩებიან გინეკოლოგიური სიმსივნის მქონე ქალბატონები დიაგნოზის დასმის მომენტიდან სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის დასრულების შემდგომ პერიოდამდე.

ასევე, გაიმართა მსჯელობა მოზარდთა, და, განსაკუთრებით, შშმ ბავშვთა და მოზარდთა პრობლემებზე, ამ მხრივ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. ამ საკითხებზე მსჯელობაში ჩართული იყვნენ:

სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის ხელ -ი – მ. ასაკაშვილი და მისი იტალიელი კოლეგები;
რუსთავის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი – ა. ჩხარტიშვილი;
სკოლის ექიმთა ასოციაციის წარმომადგენელი – თ. დევდარიანი;
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე და არაერთი ჰუმანიტარული პროგრამის განმახორციელებელი საერთაშორისო ასოციაციის “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” თავმჯდომარე ქ-ნი მ. კვეზერელი -კოპაძე;
“ბეკარის” ხელმძღვანელი, მუსიკათერაპევტი – მ. რაიდტ-ალთუნაშვილი.

შეხვედრას უმასპინძლა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ეროვნულმა ცენტრმა – თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა. ცენტრის გინეკოლოგი, ონკოლოგი და წამყვანი რეაბილიტოლოგები – ქ-ბი ნანა გულუა და ლია ავალიანი იმ მრავალწლიან გამოცდილებაზე ესაუბრნენ დამსწრეებს, რომელიც გინეკოლოგიური პრობლემების, სექსუალური დისფუნქციის, უშვილობის და ონკოგინეკოლოგიური მკურნალობის შემდგომი პერიოდის მართვაში გააჩნია დაწესებულებას.

შეხვედრის მსვლელობისას დაიგეგმა მეტად სასარგებლო და საინტერესო ერთობლივი პროექტები.

ღონისძიება კლინიკის ტურით დასრულდა. უცხოელი სტუმრების მიერ აღინიშნა კურორტის უდიდესი პოტენციელი როგორც ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის, ასევე ონკოპაციენტების რეაბილიტაციისათვის.

Yesterday, the Georgian Patients’ Union and a TEENs Georgia celebrated the World GO Day with a Purple street action, distribution of materials, a multidisciplinary meeting and the signing of a memorandum with various organizations.

This year, emphasis was placed on the involvement of more adolescents in HPV vaccination, the financing of oncology diagnostics and the need for rehabilitation after active treatment. The clinical and psycho-social problems faced by women with gynecological cancer from the moment of diagnosis to the period after the end of anti-cancer treatment were noted.

Also, a discussion was held on the various problems of adolescents, especially disabled children and adolescents, on the experience in the regions in this regard. The following were involved in the discussion on these issues: M. Asakashvili and her Italian colleagues, head of Rustavi Youth Center A. Chkhartishvili, the representative of the Association of School Doctors – T. Devdariani, chairwoman of the International Association “Georgian Women for Peace and Life” who has many years of experience and implements a number of humanitarian programs -M. Kvezereli-Kopadze, head of “Bekari Center”, music therapist M. Altunashvili.

The meeting was hosted by the National Center of Physical Medicine and Rehabilitation – Tbilisi Balneological Resort. Gynecologist and leading rehabilitators of the center – Mrs. Nana Gulua and Lia Avaliani spoke to the attendees about the many years of experience that the institution has in managing gynecological problems, sexual dysfunction, infertility and the period after oncogynecological treatment. During the meeting, very useful and interesting joint projects were planned.

The event ended with a clinic tour. The great potential of the resort for the health of children and adolescents, as well as for the rehabilitation of inpatients, was noted by foreign guests.