თუ სპორტული ტრავმა მიიღეთ, გაქვთ პოსტოპერაციული გართულებები, გაწუხებთ ქრონიკული ტკივილი, ან  – ინსულტის შემდგომი პრობლემები, ფიზიკური რეაბილიტაცია დაგეხმარებათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჯანმრთელ რიტმს. 

ფიზიკური რეაბილიტაცია – ეს არის ფუნქციის აღდგენის, ტკივილის შემცირებისა და შემდგომი დაზიანებების თავიდან აცილების პროცესი, რომელიც ხორციელდება მიზანმიმართული ვარჯიშებითა და თერაპიებით.

რა ბენეფიტები აქვს ფიზიკურ რეაბილიტაციას?

  • ტკივილის შემსუბუქება: ვარჯიშებისა და თერაპიების საშუალებით, ფიზიკურ რეაბილიტაციას შეუძლია ტკივილის შემსუბუქება, ანთების შემცირება და კუნთების გაძლიერება;
  • სწრაფი აღდგენა: ფიზიკური რეაბილიტაცია დაგეხმარებათ აღდგენის პროცესის დაჩქარებაში. აღნიშნული ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის;
  • მოძრაობის გაუმჯობესებული დიაპაზონი: ფიზიკურ რეაბილიტაციას შეუძლია გააუმჯობესოს მოძრაობის დიაპაზონი დაჭიმული კუნთებისა და სახსრების პრობლემის მოხსნის გზით. აღნიშნული დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ მოქნილობა და შეამციროთ მომავალი ტრავმების რისკი;
  • დაზიანებების პრევენცია: ფიზიკური რეაბილიტაცია კუნთების გაძლიერებისა და საერთო ფუნქციის გაუმჯობესების ხარჯზე, ახდენს ტრავმების პრევენციას. თუკი თქვენ მიდრეკილი ხართ ტრავმებისკენ, ფიზიკური რეაბილიტაცია შეგიმცირებთ დაზიანებების რისკებს;
  • პერსონალიზებული მკურნალობა: ფიზიკური რეაბილიტაცია ტრავმის აღდგენის პერსონალიზებული მიდგომაა. თქვენი ფიზიოთერაპევტი შეიმუშავებს მკურნალობის გეგმას, რომელიც იქნება მორგებული თქვენს საჭიროებებსა და მიზნებზე, რაც უზრუნველყოფს გარანტირებულ შედეგს.

თუ განიხილავთ ფიზიკური რეაბილიტაციის კურსის ჩატარებას, აუცილებლად გაითვალისწინეთ – მნიშვნელოვანია, კურსი ჩაიტაროთ კვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტთან, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. 

სწორი მიდგომებით, ფიზიკური რეაბილიტაციის საშუალებით, აუცილებლად დაუბრუნდებით ცხოვრების ჯანსაღ რიტმს.