ერევანში ევრაზიის საერთაშორისო ჩემპიონატი მასაჟის ტექნოლოგიებში გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოც იღებდა.
პროფესიონალი ჟიურის შეფასებითა და გადაწყვეტილებით, ევრაზიის საერთაშორისო ჩემპიონატში 1 ადგილი თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის სპეციალისტმა ჟანა ქურცაძემ დაიკავა.
ჟანა ასევე გახდა აბსოლუტური ჩემპიონატის მე-2 ადგილის პრიზიორი. ის მიწვეულია 2023 წლის ევრაზიის ჩემპიონატზეც, მოლდოვაში.
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი ულოცავს ჟანას მიღწეულ წარმატებას.