შვეიცარიაში, ქალაქ ფრაიბურგში, გაიმართა შვეიცარიის ეროვნული და საერთაშორისო ჩემპიონატი მასაჟის სხვადასხვა ტექნიკებში.
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის რეაბილიტოლოგმა ჟანა ქურცაძემ ორ სხვადასხვა ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება.
კერძოდ, აზიური სტილის მასაჟში ჟანამ მოიპოვა 1 ადგილი, ხოლო აბსოლუტური ჩემპიონატის კონკურსში მე-2 ადგილზე გავიდა.
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი ულოცავს ჟანას გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!