გაიცანით მანანა ტაბიძე – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის თანამშრომელი, ექიმი-რეაბილიტოლოგი, კურორტული კარდიოლოგი, კლიმატოთერაპევტი და მედიცინის აკადემიური დოქტორი.
მანანა ტაბიძეს აქვს 52-წლიანი სამუშაო სტაჟი. არის 68 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 2 სახელმძღვანელოს და 4 მონოგრაფიის თანაავტორი კურორტოლოგიისა და კურორტული მკურნალობის საკითხებზე.
საქართველოს რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის ეროვნული ასოციაცია – ISMRA-ს წევრი.
ევროპის ფიზიკური და რეაბილიტაციური მედიცინის საზოგადოება – ESPRM-ის წევრი.
ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციის და ბალნეოლოგიის ასოციაციის წევრი.
ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანსაღ მომავალზე!
დამატებით დეტალებზე და ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 0322 43 90 90 ან 595 09 00 33