ნანა ჯაკობია, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის თანამშრომელი – მედიცინის აკადემიური დოქტორი, ნევროლოგი, ნეირორეაბილიტოლოგი, რეფლექსოთერაპევტი.
ნანა ჯაკობიას აქვს 38-წლიანი სამუშაო სტაჟი ნევროლოგიის, კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის მიმართულებით.
საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი;
უკრაინის რეაბილიტაციისა და ჯანმრთელობის აკადემიის წევრი – კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სპეციალობით;
საქართველოს კურორტების აღდგენისა და განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი;
საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ასოციაციის წევრი;
სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ორგანიზატორი და მონაწილე.
ნანა ჯაკობია არის 30 სამეცნიერო ნამშრომის ავტორი.
წარმატებული საექიმო საქმიანობისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა მადლობის სიგელი.
ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანსაღ მომავალზე!
დამატებით დეტალებზე და ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 0322 43 90 90 ან 595 09 00 33