გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ყველა ბავშვს ვუსურვებთ ლაღ და ღიმილიან ცხოვრებას!
ბავშვთა დაცვის დღე თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზეც აღვნიშნეთ. გაიმართა შეხვედრა ანიმატორებთან, რამაც ძალიან გაახარა და გაართო ჩვენი პატარა პაციენტები.
ჩატარდა პედიატრიული მიმართულების საანგარიშო კონფერენცია, სადაც განვიხილეთ ცალკეული წარმატებული შემთხვევები და მათი მართვის ჩვენეული ტექნიკები.
ასევე, ვიმსჯელეთ ჩვენი ცენტრის ბაზაზე მოქმედი ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის სახელმწიფო ქვეპროგრამის შედეგებსა და პედიატრიული რეაბილიტაციის მიღწევებსა და გამოწვევებზე.