თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ინტეგრაციული მედიცინის ცენტრია, სადაც ფიზიკური და სარეაბილიტაციო მეთოდების გარდა, წარმატებით გამოიყენება კლასიკური მედიცინის მიდგომები.
კურორტზე მრავალი წელია, ფუნქციონირებს პედიატრიული მიმართულება, რომელიც ემსახურება პატარა პაციენტებს და მათი მშობლების დიდი იმედია.
ქალბატონი მანანა დიასამიძე მაღალი პროფესიონალიზმისა და დიდი გამოცდილების მქონე, გულისხმიერი და ყურადღებიანი პედიატრია, რომელსაც უამრავი მადლიერი და კმაყოფილი პაციენტი ჰყავს. იგი უზრუნველყოფს ბავშვთა და მოზარდთა დაავადებების პრევენციას, დროულ გამოვლენასა და შედეგიან მკურნალობას.
ყოველივე ეს კი მნიშვნელოვნად უადვილებს მშობლებს მათი შვილების ჯანმრთელობის კონტროლს, ვინაიდან ერთ სივრცეში შეუძლიათ მიიღონ მაღალხარისხიანი სარეაბილიტაციო და ზოგად-სამედიცინო მომსახურება.
ამრიგად, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტი, როგორც ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი, წარმატებით ემსახურება როგორც ზრდასრულ პაციენტებს, ისე – ბავშვებსა და მოზარდებს.
მანანა დიასამიძის სამუშაო საათები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი – 10:00-15:00 საათი
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 0322 43 90 90 ან 595 09 00 33