7-8 ივნისს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც რეაბილიტაციის სფეროში საკადრო რესურსის შესწავლასა და გაძლიერებას მიეღძვნა. შეხვედრას ესწრებოდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ხელმძღვანელობაც.
თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს, როგორც დიდი გამოცდილების მქონე დაწესებულებას, ფიზიკური და სამედიცინო რეაბილიტაციის სფეროში დასაქმებული პერსონალის განსწავლასა და განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ამიტომ, ეს შეხვედრა ჩვენი ცენტრისთვის სამომავლო გეგმების საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს.