🤝 თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტსა და გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სალომე ყვავილაშვილმა და გ.ელიავას სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა მზია ქუთათელაძემ.
მემორანდუმის მიზანი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელებაა, რომელიც მიმართულია ბაქტერიოფაგის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სხვადასხვა ფასდაკლების შეთავაზებასა და მომსახურების გაწევაზე. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ასევე ჩაერთვებიან სამედიცინო კვლევებში.
როგორც მხარეებმა განაცხადეს, ისინი მოხარული არიან აღნიშნული თანამშრომლობით და იმედს გამოთქვამენ, რომ სამომავლოდ ორ დაწესებულებას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება.