პირველად საქართველოში კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი WINECAST გაიმართა. ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი. 

ფესტივალის პირველი დღე ღვინის მუზეუმსა და “თამადის” ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც საზეიმოდ გაიხსნა ქართული ვაზის ჯიშის, საფერავის მემორიალური დაფა და ამით საფუძველი ჩაეყრება “ვაზის ხეივნის” დაარსებას დედაქალაქის ისტორიულ უბანში. 

Winecast საფესტივალო დღეების მანძილზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ფილმების ჩვენებებს, ღვინის დეგუსტაციებს, ქართული უნიკალური ყველისა და ღვინის შეხამების მასტერკლასებს, ამერიკული ღვინის დეგუსტაციებს და კინო მასტერკლასებს. 

Winecast ფესტივალის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი კახეთში, წინანდლის მამულში გაიმართა, სადაც, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შემოდგომის ულამაზესი ფერებითა და გარემოთი დამტკბარიყვნენ და ესიამოვნათ სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებით.

გაიმართა უახლესი და კლასიკად წოდებული ფილმების ჩვენება, შეხვედრები და დისკუსიები რეჟისორებთან. წარმოდგენილი იყო ბრმა დეგუსტაციის გზით შერჩეული 30-მდე ქართული მეღვინეობა და 100-ზე მეტი დასახელების საუკეთესო ღვინის გამოფენა. ამერიკიდან მოწვეულმა მაგისტრმა სომელიეებმა ჩაატარეს მასტერკლასებსა და ამერიკული ღვინის დეგუსტაციები. 

ფესტივალის ფარგლებში, პირველად საქართველოში, ჩატარდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კინო პროგრამა „American film showcase“ მიერ ორგანიზებული ვორქშოფი, სპეციალურად ქართველი რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის.