👩‍💼 თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში ტრენინგი “კინეზოთერაპიის ეფექტურობა კურორტების ბუნებრივ რესურსებთან ინტეგრაციაში” გაიმართა.

ტრენინგი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ✅

ტრენერები 👇
🔸 ლია ავალიანი – ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის სპეციალისტი, საერთაშორისო ტრენერი, სკოლა „ავანის“ ხელმძღვანელი და პედაგოგი.

🔸 ნანა გულუა – ექიმი რეაბილიტოლოგ-კურორტოლოგი, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ტრენერი და ლექტორი.

ტრენინგის მხარდამჭერი – სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო 🤝

👏 ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა დიდი მადლობა გადაუხადეს თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, სალომე ყვავილაშვილს ტრენინგის ორგანიზებისთვის.