4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა კიბოსთან ბრძოლის გზებსა და არტთერაპიის როლს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპეციალისტები, პაციენტები და ის ადამიანები, ვინც მზად არიან ფსიქოლოგიური და ემოციური მხარდაჭერა გაუწიონ კიბოსთან მებრძოლ პირებს.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და არტთერაპიის სარგებლის გაცნობა. არტთერაპია ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც ხელს უწყობს სტრესის დაძლევას, ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას და შინაგანი რესურსების გააქტიურებას.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ვორქშოპი, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, სპეციალისტების ხელმძღვანელობით გაევლოთ პრაქტიკული სესიები და მიეღოთ ინფორმაცია კიბოს ფსიქოლოგიურ მხარეზე.

შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის სპეციალისტებმა:
🔸 ფსიქო-კონსულტანტი ფსიქო-ონკოლოგიის მიმართულებით – სოფო ტუღუში
🔸 არტთერაპევტი – ლიზი გოგიძე

👩‍⚕️ მოწვეული სპიკერი: ეკა კვირკველია, რეპროდუქტოლოგი
👉 თემა: საშვილოსნოს ყელის კიბო და მისი პრევენციის გზები