თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი ნომინაციაში “წლის საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი” Med Award 2024-ის გამარჯვებული გახდა

კონკურსში მონაწილეობას იღებდა მრავალი წამყვანი კლინიკა, სპა ცენტრი და ექიმი. გამარჯვებულების არჩევა საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და შეფასების საფუძველზე მოხდა, ხოლო Med Award 2024-ის პლატფორმაზე 30-ზე მეტი ნომინაცია იყო წარმოდგენილი.

მადლობას გიხდით ნდობისა და მხარდაჭერისთვის! ეს წარმატება ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და თქვენს ჯანმრთელობასა და კომფორტზე ზრუნვა.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი – ადგილი, სადაც ტრადიცია ხვდება თანამედროვეობას