გაზაფხული უკვე მოვიდა, რაც ნიშნავს, რომ დროა კანის მოვლას მეტი ყურადღება დავუთმოთ. ზამთრის ცივი და მშრალი კლიმატი კანს ფერმკრთალს ხდის. სოლარიუმი დაგეხმარებათ კანის განახლებაში, ერთგვაროვანი რუჯის მიღებასა და მზისთვის მომზადებაში, რათა ზაფხულის მზის სხივები თქვენი კანისთვის უფრო უსაფრთხო იყოს.
როგორ მოვამზადოთ კანი სოლარიუმისთვის?
სოლარიუმის ეფექტურობის გასაზრდელად და რუჯის უკეთ მისაღებად რეკომენდებულია პილინგ-მასაჟის ჩატარება სოლარიუმის სეანსამდე. ეს პროცედურა:
- აშორებს მკვდარ უჯრედებს და აახალგაზრდავებს კანს
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
- უზრუნველყოფს რუჯის თანაბარ და ხანგრძლივ შენარჩუნებას
რატომ უნდა აირჩიოთ სოლარიუმი?
სოლარიუმი უზრუნველყოფს ერთგვაროვან და კონტროლირებად რუჯს, რომლის მიღებაც შესაძლებელია ნებისმიერ სეზონზე, მზის უარყოფითი ზემოქმედების გარეშე. მისი უპირატესობებია:
- კანის ბუნებრივი შეფერილობის გაუმჯობესება – უზრუნველყოფს თანაბარ, ესთეტიკურ რუჯს
- სეზონური დეპრესიის დაძლევა – სინათლის თერაპია ამცირებს სტრესისა და სეზონური დეპრესიის სიმპტომებს
უსაფრთხოება და რეკომენდაციები
სოლარიუმის გამოყენებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე წესის დაცვა:
- პროცედურის სიხშირე და ხანგრძლივობა – კანის ტიპის შესაბამისად უნდა შეირჩეს ინდივიდუალური რეჟიმი
- დამცავი საშუალებების გამოყენება – საჭიროა თვალებისა და კანის დაცვა სპეციალური საშუალებებით
- წყლის ბალანსი და მოვლა – რუჯის მიღების შემდეგ საჭიროა კანის დატენიანება და მოვლა
სოლარიუმი თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტში შეგიძლიათ ისარგებლოთ ერგოლაინის თანამედროვე, მულტიფუნქციური სოლარიუმის აოარატით და პილინგ-მასაჟით, რათა თქვენი კანი გაზაფხულისთვის სრულყოფილად მოამზადოთ.
ისიამოვნეთ მზის ენერგიით უსაფრთხო გარემოში და მიეცით თქვენს კანს ჯანმრთელი, ბზინვარე იერსახე!