10 მარტს, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტს The Science Per Aquam პროექტის დამფუძნებელი, ფერარას უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი, მსოფლიოს ფლებოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი სერჯიო ჯიანესინი ეწვია.
👨⚕️ მან ჩაატარა ტრენინგი ემპირიზმიდან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამედიცინო პრაქტიკაზე გადასვლის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბალნეოთერაპიისა და სამედიცინო ჰიდროთერაპიის განვითარებისთვის საქართველოში.
შეხვედრას ესწრებოდნენ 👇
✔ თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი – სალომე ყვავილაშვილი
✔ ჩაფიძის გულსისხლძარღვთა ცენტრის სისხლძარღვთა დაავადებების მთავარი ექსპერტი – პროფესორი ზაზა ლაზარაშვილი
შეხვედრაზე განხილული საკითხები 👇
✅ საქართველოს საკურორტო სექტორის განვითარება და მისი საერთაშორისო აღიარება
✅ თერმული წყლების სამედიცინო გამოყენების ეფექტურობა
იტალიაში, ფერარას უნივერსიტეტის მკვლევარებმა განახორციელეს რამდენიმე სამეცნიერო კვლევა და Science Per Aquam პროექტის ფარგლებში დაამტკიცეს პროტოკოლები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ თერმული წყალი სწორად სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
გამომდინარე იქიდან, რომ ფერერას უნივერსიტეტს აქვს მკაცრი რეგულაციები, Science Per Aquam ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მხოლოდ მაღალკვალიფიციურ ცენტრებს ეძლევათ.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გასულ წელს, ფერერას უნივერსიტეტის მიერ თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი აღიარებულ იქნა Science Per Aquam ცენტრად საქართველოში.
თბილისი ბალნეოლოგიურ სპა კურორტსა და Science Per Aquam პროექტის სინერგია უკვე წარვადგინეთ 79 ქვეყნის წინაშე, გასული წლის 25 ოქტომბერს, ბალიზე, v-WINdonesia მსოფლიო კონგრესზე.
პროექტის ფარგლებში, 2025 წლისთვის უკვე დაგეგმილია სამეციერო და საგანმანათლებლო ღონისძიებების განრიგი. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სერვისებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტიც. სწორედ ამ მიზნით განხორციელდა 10 მარტის ვიზიტიც, რის შემდეგაც დაგეგმილია სამეცნიერო კვლევები, რათა მტკიცებულებითი ფორმა მიეცეს მინერალური წყლის გამოყენებას ლიმფოდერმულ დაავადებებზე.