📍 გორში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში დტსუ-სა და ბალნეოლოგიური კურორტის ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარეობს ოთხდღიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგ-კურსი: “შეფასების ინდიკატორთა სისტემა ფიზიკურ და სარეაბილიტაციო მედიცინაში”
ტრენერები 👇
🔸 ეკატერინე სანიკიძე -პროგრამის ხელმძღვანელი, თბკ-ის სამედიცინო ხელმძღვანელი, დტსუ-ს სამედიცინო ეთიკისა და სამართლის პედაგოგი, მიმართულების ხელმძღვანელი, თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის სპეციალისტი.
🔸 ლია ავალიანი – ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის სპეციალისტი, საერთაშორისო ტრენერი, თბკ-ის ფიზიკური მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, სამასაჟე სკოლა „ავანის“ ხელმძღვანელი და პედაგოგი, სარეაბილიტაციო შეფასების ინდიკატორთა შესახებ ტრენერთა ტრენინგის სერტიფიცირებული მონაწილე (WHO-ის და საერთაშორისო ფონდი კურაციოს ერთობლივი პროექტი, 2023)
🔸 ასისტენტები: მარიამ კილაძე, იანა დოლიძე
✅ კურსის გავლის შემდეგ, მითითებული სპეციალობის ექიმებს ენიჭებათ I ტიპის 18 უპგ. ქულა.! (ექიმი-რეაბილიტოლოგი, ექიმ-სპეციალისტები (ნევროლოგი, ნეიროქირურგი, რეანიმატოლოგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი) და ოჯახის ექიმები.
სხვა სპეციალობის ექიმებს, ფიზიკურ თერაპევტებსა და არასამედიცინო განათლების რეჰაბ-სპეციალისტებს (ოკუპაციური თერაპევტები, ფსიქოლოგები) – მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.