პირველად საქართველოში, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტი გთავაზობთ სქესობრივი დისფუნქციის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას, ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით.
ანორგაზმია, ფსიქო- სექსოლოგების მტკიცებით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ანორგაზმიას ხელს უწყობს სხვადასხვა სოციო-კულტურული ფაქტორები, ფსიქიკური დარღვევები, სქესობრივი განათლების ნაკლებობა, სხვადასხვა სახის კომპლექსები და სასქესო ორგანოების პათოლოგიები.
კვლევებით დგინდება, რომ საშუალოდ ქალების 50-60%-ს და კაცების 30-40%-ს აწუხებს აღნიშნული პრობლემა, თუმცა, მაჩვენებელი შეიძლება მეტიც იყოს, რადგან ზუსტი სტატისტიკა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.
პროექტის ფარგლებში, სექსუალური დისფუნქციის კორექცია მოხდება ფსიქოსექსოლოგი ნინა გოგოხიას თერაპიის საშუალებით.
საჭიროებების მიხედვით, სქესობრივი დისფუნქციის მიზეზთა დადგენაში შესაძლებელია ჩართული იქნას შესაბამისი სპეციალისტების (უროლოგი/ანდროლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი,) გუნდი.
პროექტში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კლინიკების გინეკოლოგები, უროლოგები, სექსოლოგები და ფსიქოლოგები, რომლებიც მზაობას გამოთქვამენ ითანამშრომლონ ბალნეოლოგიურ კურორტთან, რათა ერთობლივი ძალებით დავამარცხოთ ანორგაზმიის პრობლემა საქართველოში.
პროექტის პარტნიორები:
✔ ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკა;
✔ გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი და მედიცინის დოქტორი მადონა ჯუღელი;
✔ სექსოლოგი არკადი მოროზოვი;
✔ სისხლძარღვთა ქირურგი, ანგიოლოგი გიორგი საბაშვილი.
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი გთავაზობთ კომპლექსური მკურნალობის კურსს, რომელიც თქვენს ცხოვრებას ჯანსაღ ემოციებს დაუბრუნებს.