მემორანდუმის გაფორმების შემდეგ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში თემაზე – სექსუალური განათლება სექსუალური ჯანმრთელობისთვის, ლექტორიუმი გაიმართა.

ლექტორიუმი წარიმართა მოხსენებებისა და დისკუსიის ფორმატში.

მოხსენებები:

„პარტნიორობის და სექსუალური განათლების განვითარება უმაღლესი განათლების სფეროში:  აკადემიკოსებისა და პრაქტიკოსების აზრის კვლევა საქართველოში“ – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი – კახაბერ ლაზარაშვილი;

„სექსუალური განათლება როგორც სტუდენტთა პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული განათლების ნაწილი: ჰოლისტური მიდგომის საჭიროება“ – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი – გიორგი თავაძე;

„სექსუალური ჯანმრთელობის პროგრამა და სერვისები“ – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ფსიქო-სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, კლინიკური ფსიქოლოგი, ნეირომეცნიერების დოქტორი – ნინა გოგოხია.