12-14 მაისს ბიომედ 2024 გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. მოხსენებები წარადგინეს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის სამედიცინო ხელმძღვანელმა, პროფესორმა ეკატერინე სანიკიძემ და რევმატოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ნინო ცხადაძემ.
მოხსენებების თემები:
ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის თანამედროვე სტანდარტები;
ონკორეაბილიტაცია;
თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში ოსტეოპოროზის დიაგნოსტირებისა და სარეაბლიტაციო მკურნალობის უახლესი მეთოდები.
ცოდნისა და გამოცდილების გაცვლითა და ახალი პარტნიორების მოძიებით, ღონისძიება ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი დაწესებულებისთვის.