12 ივნისს თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა, გინეკოლოგ მარინა სირბილაშვილის ინიციატივით, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის IWA-ს წევრ ქალებს უმასპინძლა.
მიღებამ ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩიარა. მოეწყო კლინიკის ტურიც, რომელიც მოიცავდა ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების ისტორიას და არსებული სერვისების შესახებ სტუმრების ინფორმირებას.
დილის ყავასთან საუბრისას, გამოითქვა სურვილი შემდგომ თანამშრომლობაზე და მზაობა საქმიან ურთიერთობაზე.