ზოგჯერ რთულია სიტყვებით გადმოსცე ის, რასაც გრძნობ – სწორედ ამიტომ, მიეცი საკუთარ თავს ფერებით და ხელოვნებით საუბრის საშუალება.
თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში არტ თერაპიის ვორქშოპი გაიმართა, რომელსაც არტ თერაპევტი ლიზი გოგიძე უძღვებოდა.
ვორქშოპის ფარგლებში, მონაწილეები:
✔ ჩაუღრმავდნენ საკუთარ ემოციებს
✔ გათავისუფლდნენ სტრესისა და შფოთვისგან
✔ გამოხატეს სიღრმისეული განცდები ხატვის მეშვეობით
✔ გააღვიძეს შთაგონება და კრეატიულობა
💛 მადლობა თითოეულ მონაწილეს საოცარი ენერგიისთვის,
და განსაკუთრებული მადლობა ლიზის – სესიისთვის, რომელმაც დადებითი ენერგია და სიმშვიდე მოუტანა ყველა მონაწილეს.
გელით მომავალ ვორქშოპებზე – იქ, სადაც ხელოვნება გვეხმარება საკუთარ თავთან და შინაგან სამყაროსთან დაახლოებაში 🎨🧠