თბილისის საკრებულოსა და შპს „თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 🤝
დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა.
ხელმოწერის ცერემონია დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა 🏛️
მემორანდუმს ხელი მოაწერეს:
▪️ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ — ზურაბ აბაშიძემ
▪️ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ — ბექა მიქაუტაძემ
▪️ შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა — სალომე ყვავილაშვილმა
გაფორმებული დოკუმენტის ფარგლებში, თბილისის საკრებულო და „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“ თანხმდებიან ითანამშრომლონ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით 🌿
„თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“ უკვე ჩართულია სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში, ხოლო გამართული კონსულტაციების შედეგად სამედიცინო დაწესებულება მუნიციპალური პროგრამების განხორციელებაშიც ჩაერთვება 🩺
მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 წლის განმავლობაში 📅“






