ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ცვლილებები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ცხოვრების ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომლებიც შეამსუბუქებს და გაამარტივებს ორსულობის პროცესს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კურორტი გთავაზობთ უნიკალურ მასაჟს მხოლოდ ორსულებისთვის, რომელიც სრულიად უსაფრთხო, სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი პროცედურაა. მასაჟი ორსულობის პერიოდში აქრობს სტრესს, ამსუბუქებს ემოციურ ფონს და შედეგად, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. სასიამოვნო პროცედურის შემდეგ იკლებს კუნთების ტკივილი, სპაზმი, დაძაბულობა და შეშუპება ფეხის არეში.
მსუბუქი, ლოკალური მასაჟით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, რის შემდეგაც თითოეულ უჯრედს ჭარბად მიეწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებები.