სახის მასაჟი ამკვრივებს და ელასტიურობას ანიჭებს კანს, რომელიც სახის არეში მეტად მგრძნობიარეა. მასაჟის ეფექტი ლიმფური დინების გააქტიურებაა, რაც კანის ქსოვილებს ეხმარება, უკეთ მიეწოდოთ სისხლი და შესაბამისად, დიდხანს შეინარჩუნონ ახალგაზრდული ეფექტი.
სახის მასაჟი ხელს უწყობს თვალის ქვეშ არსებული შავი უპეების მოშორებას, რაც თქვენს კანს ჯანსაღ იერს მისცემს.