სახის კანის რეგულარული და პროფესიონალური წმენდა ერთ-ერთი აუცილებელი პროცედურაა, რომელიც ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობის, სისუფთავისა და ბზინვარების შენარჩუნებას. ყოველდღიურად კანი ექვემდებარება გარემოს სხვადასხვა ზემოქმედებას – მტვერი, მაკიაჟი, ცხიმი და ტოქსინები დროთა განმავლობაში ფორებში გროვდება, რაც იწვევს კანის დაბინძურებას, გაუწყლოვნებასა და სხვადასხვა ესთეტიკურ პრობლემას.

სახის წმენდის ძირითადი უპირატესობები

მკვდარი უჯრედების მოცილება – პროცედურა ასტიმულირებს კანის ბუნებრივ განახლებას, რის შედეგადაც კანი ხდება უფრო გლუვი და ნათელი.
მიკრობებისა და ტოქსინების მოცილება – სახის რეგულარული წმენდა ამცირებს ანთებითი პროცესების განვითარებისა და აკნეს წარმოქმნის რისკს.
ფორების გაწმენდა და შევიწროება – ხელს უწყობს ცხიმის ბალანსის რეგულირებას და ფორების გახსნას, რაც კანს აძლევს ჯანმრთელ და მოვლილ იერს.
კანის დატენიანება და გაჯერება სასარგებლო ნივთიერებებით – პროფესიონალური პროცედურა ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებას, რის შედეგადაც ის ხდება უფრო ელასტიური და ჯანსაღი.

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში კანის პროფესიონალური წმენდა ტარდება უმაღლესი ხარისხის PH Formula-ს პროდუქციით. 

პროცედურა უზრუნველყოფს კანის ნაზ და ეფექტურ გაწმენდას, იცავს ჰიდროლიპიდურ ბარიერს და აძლიერებს კანის ბუნებრივ რეგენერაციულ პროცესებს.

სახის წმენდა აუცილებელი პროცედურაა ყველა ასაკისა და კანის ტიპისთვის, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება:

✔ ცხიმიანი ან კომბინირებული კანი
✔ გაფართოებული ფორები და შავი წერტილები
✔ კანის ტონუსის დაკარგვა და გაუწყლოება
✔ აკნე და ანთებითი პროცესები
✔ მაკიაჟისა და კოსმეტიკური პროდუქტების დაგროვება ფორებში

სახის პროფესიონალური წმენდა აუცილებელი პროცესია ჯანსაღი და მოვლილი კანისთვის. რეგულარული და სწორად შერჩეული პროცედურა ხელს უწყობს კანის ბუნებრივ განახლებას, ანათებს მას და იცავს მავნე ფაქტორებისგან.