თბილისის ისტორია განუყოფელია გოგირდოვანი წყლებისგან, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ხალხი აბანოების სახით იყენებდა. დღესდღეობით, გოგირდის მინერალურ წყლებს უნიკალური გამაჯანსაღებელი, სამკურნალო და რეკრეაციული დანიშნულება აქვთ, რაც თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის სივრცეშია თავმოყრილი და გაერთიანებული.

კურორტის დაარსებამდე, თბილისს გერმანელი გეოლოგებისა და მეცნიერების ჯგუფი ესტუმრა, რომლებმაც საქართველოში არსებულ მინერალურ წყლებს საფუძვლიანი კვლევა ჩაუტარეს. დღევანდელი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე, მინერალური წყლების გამაჯანსაღებელი თვისებების გამო, გაჩნდა იდეა, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში, 200 ჰექტარზე, საკურორტო ქალაქი გაშენებულიყო.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი ფუნქციონირებს 1938 წლიდან. 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაც ხაზს უსვამს მის უნიკალურობას. კურორტს ანალოგი არ მოეპოვება მთელ მსოფლიოში.  მსგავს სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელ ცენტრებს შეხვდებით მხოლოდ ბუდაპეშტში, ჩეხეთსა და გერმანიაში.

დღესდღეობით, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი სრულად განახლებულ ინფრასტრუქტურას გთავაზობთ. 2017 წელს კურორტს ჩაუტარდა რესტავრაცია, რის შედეგადაც ის განვითარების უახლეს საფეხურზე ავიდა.

ამჟამად, კურორტი მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ გამაჯანსაღებელ პროცედურებს: 

  • გოგირდოვანი წყლის აბაზანები
  • ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის აპლიკაციები
  • ფიზიოთერაპია
  • გამაჯანსაღებელი და სამკურნალო მასაჟები

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:

  • ველნეს-სპა
  • ბალნეო პროცედურები
  • სამედიცინო კვლევები და პროცედურები
  • რეაბილიტაცია
  • კოსმეტოლოგია
  • ჯგუფური ვარჯიშები

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი – ადგილი, სადაც ტრადიცია ხვდება თანამედროვეობას!