თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემდეგი სახის ღონისძიებები გაიმართა:

🔸 ექიმების უფასო კონსულტაციები – (პედიატრი, თერაპევტი, რეაბილიტოლოგები, ფსიქოლოგი, ექიმ-სპეციალისტები) როგორც შშმ ბავშვების, ისე მათი მეურვეებისთვის;

🔸 „სპაიდერ-საათი“ – გართობა – ვარჯიში ჩვენს ტრენაჟორებზე;

🔸 არტთერაპიის საათი და შშმ ბავშვთა ნახატების გამოფენა;

🔸 ნორდიული სიარულის საათი – მშობლებისთვის;

🔸 საანგარიშო კონფერენცია – სახ.ქვეპროგრამის შედეგების მოხსენება და ახალი გეგმების წარმოდგენა;

🔸 ჩვენი კოლეგებისა და თვითნასწავლი მხატვრების, თსსუ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მაგისტრანტის, მარიამ ზაალიშვილის, ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგის,  თამარ კოჭლაშვილის  და ბრონქოპულმონოლოგის, ბრონქოსკოპისტის, საქართველოს ბრონქოპულმონოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის – მზია ლეკიშვილის ნახატების გამოფენა.