იტალიაში საერთაშორისო ღია ჩემპიონატი მასაჟის ტექნოლოგიებში Massage SPA Talent 2022 გაიმართა.  ჩემპიონატში მონაწილეობას 10 ქვეყანა იღებდა.

პროფესიონალი ჟიურის შეფასებითა და გადაწყვეტილებით, ჩემპიონატში მე-3 ადგილი თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის სპეციალისტებმა ჟანა ქურცაძემ და გიორგი თოხაძემ დაიკავეს.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი ულოცავს ჟანას და გიორგის მიღწეულ წარმატებას.